არა უმეტეს ორი კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საუბარია 390 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოს გასულ წლებში გადავეცით დახმარების სახით და ამის გადახედვა მიდის. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აღნიშნულს ვსწავლობთ, როგორ და როდის უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა“, - აღნიშნა მილერმა.