ფრანგი დეპუტატი კევინ პფეფერი: შვიდი წელი დასჭირდათ ხელისუფლებაში მყოფ მაკრონისტ პარლამენტარებს, რათა საბოლოოდ დაინტერესებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ჩარევით

ფრანგი დეპუტატი კევინ პფეფერი: შვიდი წელი დასჭირდათ ხელისუფლებაში მყოფ მაკრონისტ პარლამენტარებს, რათა საბოლოოდ დაინტერესებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ჩარევით

შვიდი წელი დასჭირდათ ხელისუფლებაში მყოფ მაკრონისტ პარლამენტარებს, რათა საბოლოოდ დაინტერესებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ჩარევით, - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა [პარტია „ეროვნული გაერთიანება“], კევინ პფეფერმა.

საფრანგეთის პარლამენტმა ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის.

„შვიდი წელი დასჭირდათ ხელისუფლებაში მყოფ მაკრონისტ პარლამენტარებს, რათა საბოლოოდ დაინტერესებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ჩარევით. შვიდი წელი ისე გავიდა, რომ არაფერი გაკეთებულა: არანაირი კანონი, არანაირი საგამოძიებო კომისია“, - აღნიშნა კევინ პფეფერმა ეროვნული ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.