საქართველოს ომისკენ ქაჩვის პოლიტიკა გრძელდება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კი არაფერი პოზიტიური არ ისმის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ასევე, თუ რა გახდა, მისი მიღების მიზეზი.
„საქართველოს ომისკენ ქაჩვის პოლიტიკა გრძელდება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კი არაფერი პოზიტიური არ ისმის. აქედან გამომდინარე, ის ნარატივი, რასაც ცდილობენ, საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს თავს მოახვიონ, ყალბია, თვალთმაქცურია, ვინაიდან არაფერი ანტიდასავლური ამაში არ დევს. დასავლეთის ქვეყნების ძალიან დიდმა რაოდენობამ, შესაბამისი კანონი მიიღეს. როდესაც ასეთი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს სახელმწიფოზე, მის სტაბილურობაზე, რასაკვირველია, ეს იწვევს სერიოზულ ეჭვს, კითხვის ნიშნებს, თუ რას მალავენ. ანუ, კანონი მიღებულია და ამ საბოტაჟის რეჟიმში აცხადებენ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით. ე.ი. რა ხდება! რა უბედურება ხდება ისეთი, რაზედაც წინ, შესავალში გესაუბრეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.