ეკა სეფაშვილი გიორგი მსხილაძეს: ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის - ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია

ეკა სეფაშვილი გიორგი მსხილაძეს: ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის - ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია

„მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენი შვილები ახსენეთ - ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით“. - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

სეფაშვილმა მსხილაძეს მიმართა კითხვით, თუკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყება და ევროკავშირი ქვეყანას ევროდირექტივის მიღებას მოსთხოვს აღნიშნული კანონის შესახებ, ეს კანონი ისევ რუსული იქნება თუ ევროპული. 

„ჩვენ თქვენგან ისევ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი - მოვისმინეთ მხოლოდ მანიპულაციური დასკვნები და ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენი შვილები ახსენეთ. თქვენი და საზოგადოების ინფორმირებისთვის, ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის - ჩვენს ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია. ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით.

კიდევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას დაიწყებს და ევროკავშირი მოგვთხოვს ევროდირექტივის მიღებას გამჭვირვალობის შესახებ, ეს კანონი ისევ რუსული იქნება თუ ევროპულ კანონად გადაიქცევა?! გთხოვთ, გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი“, - მიმართა სეფაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.