„სალომე ზურაბიშვილი გახდა პოლარიზაციის გაღრმავების იარაღი ამ ქვეყანაში. დასანანია, რომ მან არ განაგრძო ღირსეული წინაპრების გზა და ვერასოდეს გახდება მათნაირი სახელმწიფო მოღვაწე. ის დაამახსოვრდება ისტორიას, როგორც ქვეყნის მოღალატე, ურეიტინგო პრეზიდენტი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, მიუღებელია, რომ ემიგრაციის შთამომავალი, ქვეყნის ისტორიაში ასეთ ნეგატიურ როლს თამაშობდეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ამ ქარტიის გამოცხადების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს თამამად შეიძლება ეწოდოს „ლუსტრაციის კანონი“.
„ერთ მხარეს დგას სახედაკარგული, უსამშობლო ოპოზიცია, რომელიც უცხო ძალების ინტერესებით მოქმედებს, მეორე მხარეს კი - ხელისუფლება, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში მუდამ იქნება მშვიდობა! ვფიქრობ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ქართველ ხალხს ასეთი მარტივი არჩევანი ჯერ არ ჰქონია! 2024 წლის 26 ოქტომბერს დაიწერება ახალი ისტორია ჩვენი ქვეყნისათვის - საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.