ვეტოს დაძლევის პროცესი არაფერია ახალი იმ საერთო გადაწყვეტილების ჭრილში, რომელიც მივიღეთ და რომელიც გულისხმობს გამჭვირვალობის პრინციპის აუცილებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისვე თქმით, გამჭვირვალობა სჭირდება საქართველოს, სჭირდება ქართველ ხალხს და და სჭირდება საქართველოს სტაბილურობას.
„ვეტოს დაძლევის კომიტეტის სხდომაზე, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა იკადრა, უფრო სწორედ, აკადრა საკუთარ თავს და როგორც წარმოაჩინა მთლიანად ეს პროცესი, ნათელს ჰფენს, რა მოტივებით მოძრაობენ ეს ადამიანები- გამჭვირვალობა ცუდია იმიტომ, ეს არის ძირითადი მესიჯი, რომელსაც არ აქვს არანაირი შინაარსი და არანაირი მიზნობრიობა.
ჩვენ კი გვაქვს მკაფიო მესიჯი, გამჭვირვალობა სჭირდება საქართველოს, სჭირდება ქართველ ხალხს და და სჭირდება საქართველოს სტაბილურობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.