ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

„[ენტონი ბლინკენის] გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ. [სანქცირებულთა] სიას არ ვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. [...] ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

amo არა უშავს ხელისუფლებამ (ოჯახის წევრების ჩათვლით) ცოტა ხნით გაძლოს დასავლეთის ხილვის გარეშე. თვითონაც გაამკაცროს შემოსვლის რეჟიმი, რომ ყველა ვიგინდარა არ შემოეხეტოს.
11 თვის უკან