ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ დემოკრატიასა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში ავანგარდში ვართ ისე, როგორც 1989 წელს 9 აპრილს ვიყავით ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლაში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ დემოკრატიასა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში ავანგარდში ვართ ისე, როგორც 1989 წელს 9 აპრილს ვიყავით ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლაში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში

დღეს ჩვენ დემოკრატიისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში ავანგარდში ვართ ისე, როგორც 1989 წელს 9 აპრილს ვიყავით ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლაში მთელ პოსტსაბჭოთა, პოსტსოციალისტურ სივრცეში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას - იყო თუ არა პრემიერისთვის ბლინკენის მხრიდან გაჟღერებული მუქარა, თუ ეს იყო საფრთხეზე მინიშნება?

„როგორც გინდათ ისე შეხედეთ და განიხილეთ. ორივე შემთხვევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ ეს მუქარაა, ამას კომენტარი არ სჭირდება. ეს სიტყვები იმ ჩამონათვალს მოჰყვა, თუ რა უარყოფითი რაღაცები შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ მიიღონ და ბოლოს ამით დაგვირგვინდა. მუქარაა, აბა რა არის?! მეორე ვერსია რომ განვიხილოთ, თურმე ის ტერორისტული თავდასხმა, რაც მოხდა, შეიძლება საქართველოშიც ხელისუფლების პირველ პირზეც მოხდეს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ითხოვს გამჭვირვალობას. ამან აგრესიული ნაციონალური, ლიბერალური ტერორიზმი შეიძლება მოქმედებაში მოიყვანოს, ისე, როგორც იმ აგრესიულმა ლიბერალმა გააკეთა სლოვაკეთში. ეს ყველა შემთხვევაში არის კატასტროფა. რა „ვორდინგითაც“ დღეს იძულებულია ევროკავშირი ამა თუ იმ მიზნით ისაუბროს. აცდენილები არიან იმ ღირებულებათა დვრიტას, რაზეც არის ევროკავშირი და დემოკრატია შექმნილი.

მან ასევე ისაუბრა ქართული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე.

„მართლა ცოტა ამბიციური განცხადება გამომდის, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენ დღეს ჩვენ დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში ავანგარდში ვართ ისე, როგორც 1989 წელს 9 აპრილს ვიყავით ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლაში მთელ პოსტსაბჭოთა, პოსტსოციალისტურ სივრცეში.

საქართველო არასდროს იყო ის ქვეყანა, რომელიც თავის თავს მეათეხარისხოვნად განიხილავდა. არც ზედმეტი ამბიცია გვაწუხებს, მაგრამ ის, რომ ჩვენ ქართველი ერი ვართ, საქართველო ვართ და ჩვენ ღირსება და თავმოყვარეობა გაგვაჩნია ეს ყველა ქართველმა უნდა გაათვითცნობიეროს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.