პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი. მომიტინგეთა შეფასებით, ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ, რადგან დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და ეცდებიან, სხდომის ჩატარებას ხელი შეუშალონ.