დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა და სწრაფვა ევროკავშირისკენ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული გზით გაივლის

დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა და სწრაფვა ევროკავშირისკენ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული გზით გაივლის

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მესამე სექტორის დაფინანსება ხმარდება რევოლუციების მოწყობას, რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. უმრავლესობა ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს. თემაზე კომენტარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

„ეს არის სწორედ ის შანტაჟი, რომლითაც ცდილობენ საკუთარი ხელების გადაგრეხის მსგავსი პოლიტიკით იმ გზაზე ატარონ და იმ მიმართულებით შეატრიალონ ქართული პოლიტიკა, რომელიც ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ნებას არ შეესაბამება.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა და სწრაფვა ევროკავშირისკენ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული გზით გაივლის და მსგავსი შანტაჟი დარჩება შანტაჟად და არ გაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩიხში შეიყვანს ჩვენს ურთიერთობებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.