ვლადიმერ ბოჟაძე: ახლა უკვე, როგორც ჩანს, იმ სცენარით, რომელმაც ქვეყანა სისხლიან დაპირისპირებამდე და რევოლუციამდე უნდა მიიყვანოს, დადგა პოლიტიკური პარტიების ჯერი და დღევანდელი აქციის მონაწილეებად გამოჩნდნენ

ახლა უკვე, როგორც ჩანს, იმ სცენარით, რომელმაც ქვეყანა სისხლიან დაპირისპირებამდე და რევოლუციამდე უნდა მიიყვანოს, დადგა პოლიტიკური პარტიების ჯერი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დღევანდელი აქციის მონაწილეებად უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მანამდე სტუდენტებს და ახალგაზრდებს ეფარებოდნენ. ახლა უკვე, როგორც ჩანს, იმ სცენარით, რომელმაც ქვეყანა სისხლიან დაპირისპირებამდე და რევოლუციამდე უნდა მიიყვანოს, დადგა პოლიტიკური პარტიების ჯერი. გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძი, რეალურად პოლიტიკურ აქციაზე არიან, რადგან მისი ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და სატელიტები და არა ის ახალგაზრდები, რომლებსაც გვაჩვენებდნენ, რომლების სიმღერით, ცეკვით აპროტესტებდნენ და გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას“, - აღნიშნა ბოჟაძემ.