ირაკლი ქადაგიშვილი: აქციის ორგანიზატორებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. პასუხისმგებლობა თუ გაქვს, მაშინ ხარ ევროპელი მომიტინგე და თუ არ გაქვს, მაშინ ქვეყნის მეიდანიზაციას ემსახურები

ირაკლი ქადაგიშვილი: აქციის ორგანიზატორებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. პასუხისმგებლობა თუ გაქვს, მაშინ ხარ ევროპელი მომიტინგე და თუ არ გაქვს, მაშინ ქვეყნის მეიდანიზაციას ემსახურები

„ქართული ოცნება“ როდესაც ოპოზიციაში იყო და თავის პოლიტიკურ მოძრაობას იწყებდა, საარჩევნო კამპანიას ახორციელებდა, ჩვენი მხრიდან ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა რაღაცის შენგრევის ან გაფუჭების, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციების ჩატარებისას აქციის ორგანიზატორებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„ჩვენთან მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება აბსოლუტურად თავისუფალია, აკრძალული არ არის. ყველამ უნდა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამაც თავისი წილი, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ის, რომ პოლიტიკოსებს უნდათ, ახალგაზრდების ენერგია წაქეზებული იყოს და ამით თავად მოვიდნენ, ეს არის ყველაზე ამორალური საქციელი.

„ქართული ოცნება“ როდესაც ოპოზიციაში იყო და თავის პოლიტიკურ მოძრაობას იწყებდა, საარჩევნო კამპანიას ახორციელებდა, ჩვენი მხრიდან ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა რაღაცის შენგრევის ან გაფუჭების. როდესაც ტარდებოდა ღონისძიებები, დასრულების შემდეგ ორგანიზატორები ალაგებდნენ და ვალაგებდით მიმდებარე ტერიტორიას თავიდან ბოლომდე. საუბარი არ იყო იმაზე, რომ რაღაცას უნდა მისწოლოდი, რაღაც უნდა შეგენგრია, დაგეზიანებინა და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა თუ გაქვს, მაშინ ხარ ევროპელი მომიტინგე და თუ არ გაქვს, მაშინ ქვეყნის მეიდანიზაციას ემსახურები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.