ზურაბ ქადაგიძე: დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პარლამენტის წინ წარმოგვიდგება - იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს საქართველოს მაგივრად, ალბათ, „თავისუფლებას მიშა“-ს აძახებინებენ

ზურაბ ქადაგიძე: დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პარლამენტის წინ წარმოგვიდგება - იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს საქართველოს მაგივრად, ალბათ, „თავისუფლებას მიშა“-ს აძახებინებენ

„სიმულაციაა, თითქოს ვიზალიბერალიაზაციას პრობლემა შეექმნება - ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ. სინამდვილეში, განსაკუთრებული არაფერი მოხდება“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა. 

ზურაბ ქადაგიძე დღეს, 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით დასტურდება, რომ რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა  აქციები მართულია.

„არაფერი ცუდი არ მოხდება. ხაზგასასმელია, რომ კანონის გულისთვის ქვეყნები არ ისჯებიან. დანარჩენი საუბარი სიმულაციაა. ვიზალიბერალიზაციას და ევროპაში გადაადგილებას რომ თითქოს პრობლემა შეექმნება - ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ. 

თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პროცესი მართულია. დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ, კოლექტიური „ნაც-მოძრაობის“ დანაყოფები შეკრულ მდგომარეობაში წარმოგვიდგებიან და ალბათ, გუშინდელი აქციის მონაწილეებს, იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს - „ბავშვებს,“ საქართველოს მაგივრად, „თავისუფლებას მიშა“-ს აძახებინებენ. ეს არის ის, რასაც გეგმავენ და ახორციელებენ. დღევანდელი აქციის დაანონსება ამ პროცესების ბუნებრივი დაგვირგვინება იყო, რადგან მათგან იმართებოდა ეს ყველაფერი. 

ეს კანონი მესამე მოსმენითაც გავა და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პარლამენტი შეასრულებს იმ მთავარ ფუნქციას, რასაც რეალურად ნიშნავს ქართული სუვერენიტეტის დაცვა. 

განსაკუთრებული არაფერი მოხდება, უბრალოდ საჭიროა, რომ ეტაპობრივად, ხელისუფლებამ აქტიური კომუნიკაცია განახორციელოს საზოგადოებასთან, რასაც აკეთებდა კიდევაც - ძალიან მშვიდად ჩაივლის ყველაფერი“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Aburjga Tasmanieli ეს თქვენი შვილების "ნაწილი" თქვენ რომ მოხვედით ხელისუფლებაში მაშინ შევიდნენ სკოლაში და რა ისწავლეს, ეს რა ქვეყანა ჩამოაყალიბეთ, რომ ამდენი უვიცი და სიბარიტი გამოზარდეთ?! არ ტქვა ახლა ჩვენ რა შუაში ვართო?! თქვენ არ აიტეხეთ ჩვენი გზა ევროპისკენაა,ჩვენ ევროკავშირში და ნატოში უნდა შევიდეთო?! მე ჩავწერე კონსტიტუციაში საქართველოს მიზანია ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაო, მე ჩავწერე?! ვერ ხედავთ სწორედ თქვენი მმართველობის 12 წლის განმავლობაში დასავლეთმა თავის კოლონიად რომ გაგვაფორმა?! პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით - დე ფაქტო კოლონია ვართ! რატომ დათანხმდით რომ ყველა წვრილმანი კანონი ვენეციის კომისიამ უნდა დაგვიმტკიცოს?! ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა ნახავთ რა დღეში მიგცემთ ეს თქვენი სტრატეგიული მეგობარი (კოლონიზატორი) დასავლეთი!
2 კვირის უკან