500-მდე პოლიციელი 55-კომლიანი სოფლის უსაფრთხოებისთვის [Video]

500-მდე პოლიციელი 55-კომლიანი სოფლის უსაფრთხოებისთვის [Video]

55 კომლიან სოფელში 28 ნოემბერს, მინარეთის აღმართვიდან მეორე დღეს, შსს სამხარეო-სამმართველოს ორგანიზებით, სამართალდამცავები მთელი რეგიონიდან შეიკრიბნენ.

აქ იყვნენ: რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სპეცრაზმი, დეტექტივ-გამომძიებლები და კრიმინალისტები. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ მთელს პერიმეტრს ჭელაში. 

შეგახსენებთ, მინარეთის დაბრუნებას 28 ნომებერს ჭელაში 100-მდე სასულიერო პირი და ქრისტიანი მშვიდობიანად აპროტესტებდა. ისინი მეჩეთის მახლობლად ლოცულობდნენ. მუსლიმები მეჩეთთან მთელი დღის განვალობაში არ გამოჩენილან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აცხადებდა, რომ ვითარება არ დაიძაბებოდა, სამხარეო სამმართველომ ჭელაში მაინც პოლიციელების უპრეცენდენტო მობილიზება გამოაცხადა.