დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს

დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისში, გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, ნიუ-იორკში მიმდინარე დემონსტრაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქი მათგან, ვინც ცდილობს გააკეთოს ის, რაც ხდება გლობალურად. არის მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს და მე არ ვაპირებ დაველოდო, როდის მოხდება ეს“ - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ბოლო საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალგაზრდები იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც რადიკალიზაციის პროფესიონალები არიან. მერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნიუ-იორკის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა, რათა განესხვავებინათ, თუ ვინ იყო რეალურად სტუდენტი პროტესტის მონაწილეებიდან.“ - წერს დავით ქართველიშვილი.