გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელი სხვადასხვა საგნით, ნაგვის ურნებითა და სამშენებლო ღობეებით ჩახერგეს.
თავდაპირველად ისინი შენობაში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას ცდილობდნენ სავარაუდოდ შენობაში შესვლის მიზნით, ასევე, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, რასაც სამართალდამცველებმა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით უპასუხეს. ადგილზე პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.