პარლამენტში რომ შეიჭრნენ რა უნდა ქნან, ეს იქნება უბრალოდ დადასტურებული კრიმინალი და ყველა ეს ახალგაზრდა უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
აბაშიძე გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„ძალიან მძიმე სანახაობაა, რადგან ვხედავთ, რომ ეს აშკარად ცდება მშვიდობიან აქციას. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ახალგაზრდები ამ პროცესში იარაღად არიან გამოყენებული, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავთ აგრესიას, პოლიცია იცავს თავს. პარლამენტში რომ შეიჭრნენ რა უნდა ქნან, ეს იქნება უბრალოდ დადასტურებული კრიმინალი და ყველა ეს ახალგაზრდა უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ვინც ამას ახალისებს, ის არის პირველ რიგში როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემი. ეს პროტესტი ვერ იწვევს სოლიდარობას, რასაც ახლა ვუყურებთ, არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის საღად მოაზროვნე პატრიოტს მოსწონდეს. ეს აგრესია, ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, არის წლების განმავლობაში დატრენინგებული ახალგაზრდები, რომლებსაც დღეს მისცეს საშუალება, რომ ეს გამოავლინონ. ეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება და იმათთვის არის პრობლემა, ვინც ხედავს, რომ მათი საქმიანობა გამოაშკარავდება. ამ ყველაფერს უამრავი ადამიანი ხედავს, 30 აპრილს უამრავი ადამიანი გამოვიდა, ეს იყო სამოქალაქო მარში და მათ ეს დაადასტურეს. სოციალური ქსელებით თუ მედიასაშუალებებით ადამიანებზე ზეწოლა ხდება, მასიური ფაშისტური ზეწოლა მიმდინარეობს, ჩასაფრებულები არიან. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ სახელმწიფოს, რომელიც სახეზეა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირებას ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი და ეს შეუქცევადი პროცესია. დარწმუნებული ვარ, ამ კანონსაც მივიღებთ, რაც იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და შემდგომ დავინახავთ, რომ ქვეყანა კიევ უფრო წინ წავა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.