პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი მთავრობის გადადგომას ითხოვს, ასევე ისმის მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერი განცხადებები

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი მთავრობის გადადგომას ითხოვს, ასევე ისმის მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერი განცხადებები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განსხვავებული მოწოდებები ისმის. მაგალითად, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ არ გადადგება მთავრობა. ასევე, აქციაზე გაისმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებიც.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილები აკეთებენ, არის იმ აგრესიული ჯგუფების გულშემატკივრობა, რომლებიც ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.

მანამდე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რატი ამაღლობელმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გასულიყვნენ ქუჩებში, გადაეკეტათ საავტომობილო მოძრაობა და მოეხდინათ პარლამენტის პიკეტირება.