ნინო წილოსანი: ამ აქციების მთავარი მოტივი არ იყო ამ კანონმდებლობის ირგვლივ მსჯელობა. მოტივი იყო, დაეპროვოცირებინათ ყველაზე ცუდი სცენარები. მე ვშიშობ, რომ ეს სცენარები ჯერ კიდევ არსენალში აქვთ

ნინო წილოსანი: ამ აქციების მთავარი მოტივი არ იყო ამ კანონმდებლობის ირგვლივ მსჯელობა. მოტივი იყო, დაეპროვოცირებინათ ყველაზე ცუდი სცენარები. მე ვშიშობ, რომ ეს სცენარები ჯერ კიდევ არსენალში აქვთ

ამ აქციების მთავარი მოტივი არ იყო ამ კანონმდებლობის ირგვლივ მსჯელობა. მოტივი იყო, დაეპროვოცირებინათ ყველაზე ცუდი სცენარები. მე ვშიშობ, რომ ეს სცენარები ჯერ კიდევ არსენალში აქვთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„მე ვფიქრობ, რომ აქციების განვითარების დინამიკამ და დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რა მიზანი ჰქონდა ამ აქციებს. ეს არ იყო უბრალოდ ის, რომ დავერწმუნებინეთ ჩვენ, კანონმდებლები, ან ზოგადად საზოგადოება ამ ინიციატივის ავკარგიანობაში. აქციები თავიდანვე ისახავდა მიზნად, ყოფილიყო დესტრუქციული, იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვეში ისედაც არჩევნებია და თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ პრინციპების შემოღებას არ ეთანხმებოდა, შესაძლებელი იყო, ეს გადაწყვეტილიყო არჩევნებზე და ჩვენ, ფაქტობრივად, რეფერენდუმის სახითაც დავაყენეთ ეს საკითხი. ასევე შეეძლოთ ჩვენს ოპონენტებს, ეს იდეა არჩევნებზე დაეყენებინათ, თუმცა ამ აქციების მთავარი მოტივი არ იყო ამ კანონმდებლობის ირგვლივ მსჯელობა. მოტივი იყო, დაეპროვოცირებინათ ყველაზე ცუდი სცენარები. მე ვშიშობ, რომ ეს სცენარები ჯერ კიდევ არსენალში აქვთ. როგორც 29 აპრილს ჩვენი პარტიის ლიდერებმა და საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, ამ პროცესების დიდი დატვირთვა ასევე ისაა, რომ ჩვენ ვნახავთ, მათ რა გეგმები აქვთ და რა ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლიათ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. რა თანხებიც ჩაისხა სხვადასხვა ფონდიდან ამ ანარქისტული და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის, ახლა უკვე კონკრეტულ შედეგებს იღებს მათთვის“, - აღნიშნა წილოსანმა.