სალომე სამადაშვილი:  გომელაური უნდა გადადგეს! უნდა დაიწყოს გამოძიება მისი და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველ ხალხზე იძალადეს - ბრძოლა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის!

სალომე სამადაშვილი:  გომელაური უნდა გადადგეს! უნდა დაიწყოს გამოძიება მისი და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველ ხალხზე იძალადეს - ბრძოლა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის!

გომელაური უნდა გადადგეს! უნდა დაიწყოს გამოძიება გომელაურის და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც გუშინ ქართველ ხალხზე იძალადეს, - ბრძოლა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ “რუსული კანონი“ უნდა გაიწვიოს და ამ მხრივ, ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდება.

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური ძალადობა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერის უმოწყალოდ ცემა, არის ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ახალი ეტაპი. ზუსტად ასე დაიწყო ყველაფერი რუსეთში და დამთავრდა იმით, რომ პოლიტიკოსებს კი არ სცემდნენ, არამედ მოკლეს და გაანადგურეს. ბიძინა ივანიშვილი არის რუსი, 83 დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“ არის რუსების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ეს ხელისუფლება აბსოლუტურად არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოდან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.