ხანუქის სანთლის ანთება (ვიდეო)

ხანუქის სანთლის ანთება (ვიდეო)

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაული მიულოცა და ხანუქის პირველი სანთელი აანთო. 

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. "ეს უძველესი დღესასწაული არის სიმბოლო სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების. ებრაელი ხალხის მიერ დანთებული სანთელი სიკეთის, რწმენის, ბედნიერების მომტანია. მინდა, ამ სანთელს ჩვენ ხალხს შორის სიკეთე მოეტანოს. ებრაელი ხალხი გამორჩეულია ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, მოთმინების უნარით. ისინი სამაგალითონი არიან მთელი მსოფლიოსთვის. მათ დაამტკიცეს, თუ როგორ შეიძლება, მცირე ერმა ამხელა განსაცდელს გაუძლოს და ბრძოლიდან გამოვიდეს გამარჯვებული. მათი ბრძოლა აღვსილია რწმენითა და პატრიოტიზმით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარმა რაბინმა პრემიერს საჩუქრად შანდალი გადასცა. სინაგოგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი იმყოფებოდნენ.