ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდამსხმაში მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისზე, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა.
მისი თქმით, იმ დროს რომ ერთი საათით შეეხედა გრიგორიადისს გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, მისი წივილი დაანგრევდა ქვეყანას.
"რა ტანჯვა წამება გადაუტანია ამას, ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს. იმ დროს რომ შეეხედა ამას ერთი საათით გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, ამის წივილი დაანგრევდა ქვეყანას. ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო" წერს ბექა ჩხაიძე Facebook-ზე.