„საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მისი თქმით, მათი ორგანიზაციის დაფუძნებას საზოგადოებისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის შექმნას. მან მადლობა გადაუხადა პრეზენტაციის მონაწილეებს მათი იდეის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი მიზანია, საზოგადოების ფოკუსირება ისეთი ეროვნული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიც არის ქართული ენის დაცვა. დღეს დედაენის დღეა და სიმბოლურად დღევანდელ დღეს დავამთხვიეთ ეს ღონისძიება, ასევე, დემოგრაფიის, ემიგრაციის თემები. ერთ-ერთ საკითხად გვინდა, გამოვიტანოთ საჯარო სკოლებში ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის საგნად შეტანა, ასევე, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლად შექმნილი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. ეს პრობლემები, სიმართლე უნდა ითქვას, გარკვეულ მიზეზთა გამო, დღის წესრიგიდან გამქრალია და ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი აზრის ფოკუსირება მოხდეს ამ საკითხების ირგვლივ. ჩვენ ამ თემებზე დისკუსია გვინდა. არსებობს ძალიან დიდი საზოგადოებრივი ენერგია, ინტელიგენციის სახით და როგორც არასდროს, გვჭირდება მათი გამოცდილება. კვალიფიკაცია. ვფიქრობთ, რომ ეს საზოგადოება არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონდეს მხოლოდ საუბარი, ლაპარაკი, არამედ ჩვენ გვინდა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, „საზოგადოება ქართული“ გეგმავს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„საზოგადოება ქართული“ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ დაფუძნდა,