გიორგი ჩაკვეტაძე: როდესაც პირდაპირი ბულინგი მიდის სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა - პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ

გიორგი ჩაკვეტაძე: როდესაც პირდაპირი ბულინგი მიდის სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა - პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ

როდესაც პირდაპირი ბულინგი მიდის სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა იყოს გაყოფილი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავყოთ პოლიტიკა, სპორტი და კულტურა. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ერთი მთავარი თემა - ის, რომ საქართველო არის განვითარების გზაზე, ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სრულფასოვანი განვითარება არის შეუქცევადი პროცესი, ეს რა თქმა უნდა აისახება როგორც სპორტის, ისე კულტურის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ სპორტი იყოს სპორტი და პოლიტიკა იყოს პოლიტიკა“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.