რაში მაინტერესებს, რა წერია შიგნით? - ამის შესახებ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა „TV პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.
„რა გამჭვირვალობაზე არის საუბარი, როდესაც თვითონ მათი საქმიანობაა გაუმჭვირვალე? კი, რა თქმა უნდა, ასეთი კანონი უნდა არსებობდეს ქვეყანაში - ოღონდ უნდა არსებობდეს ისეთი მთავრობის პირობებში, რომელსაც ვენდობი. მე ამ მთავრობას არ ვენდობი“, - განაცხადა ბეშიტაიშვილმა.