ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს

ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მომღერალი წერს, მისი ძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ მანქანაში.

„დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი. თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი. ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი რასაც დღეს ვგრძნობ, არ გამინელდება არასდროს“, - წერს ნუცა ბუზალაძე.