სვიმონ ჯანგულაშვილი: წარმოვიდგინოთ, მსგავსი რამ მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს რომ გაეკეთებინათ, დღეს რუსთაველზე იქნებოდა საშინელი „წივილ-კივილა“ მიტინგი

სვიმონ ჯანგულაშვილი: წარმოვიდგინოთ, მსგავსი რამ მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს რომ გაეკეთებინათ, დღეს რუსთაველზე იქნებოდა საშინელი „წივილ-კივილა“ მიტინგი

ჩვენ ევროკავშირში გვინდა ჯერ ერთი სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით. მაგრამ კულტურულად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ძალიან ბევრი რამ აზიურია და ძალიან თვითმყოფადი კულტურა ვართ, შუა საუკუნეებიდან ჩვენი კულტურა ტიპოლოგიურად ევროპულია. ეს კულტუროლოგიაში ცნობილია, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მომხდარი ფაქტიც შეაფასა, როდესაც ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის შესახებ.

„თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რაც ხდება. წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რამ გაეკეთებინათ მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს. დღეს რუსთაველზე იქნებოდა საშინელი „წივილ-კივილა“ მიტინგი (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის). ყალბი პათოსით, დაყენებული ყალბი ხმითა და ფსევდოპატრიოტული შემართებით ილაპარაკებდა ლაშა ბუღაძე იმაზე თუ როგორი რუსული მთავრობა გვმართავს. იქვე შორი-ახლოს ენერგიულად იხტუნავებდა ელენე ხოშტარია და ჩვენი საყვარელი მეგობრები, კოლეგები, მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, დირიჟორები იქ იქნებოდნენ და ყველა არხზე იქნებოდა მაუწყებლობა ჩართული, რომ „ეს რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ხმა არ მისცეს ევროინტეგრაციის გზაზე ამ ნაბიჯს. ყველაფერში ასე ხდება“.

უბრალოდ მიკვირს იმ ხელოვანების, ვინც მსგავს ფაქტებს არ იმჩნევენ, ვითომ არ მომხდარა ეს ფაქტი. მერამდენე შემთხვევაა ასეთი?“ ხომ გამოჩნდა, რამდენი წელი მუშაობდნენ, რომ ის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, რამდენი წელია უკრაინის გამო საოცარ ისტერიკაში არიან. ყველანი მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვინდა მისი მთლიანობა, გათავისუფლება და რითაც შეგვიძლია, გვერდში ვუდგავართ. მაგრამ ხომ საოცრებაა ის ცალმხრივობა, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსები იჩენენ?!“, - განაცხადა ჯანგულაშვილმა.