მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები ამერიკასთან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არის რაღაც კონკრეტული თემები, რომელზეც შეიძლება მალევე დადგეს შედეგი და არის თემები, რომელთაც უფრო დიდი დრო დასჭირდება. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკასთან. თუმცა, მაგალითად პირდაპირ ფრენებზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები. არც ჩვენთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ავიაკომპანიები არ არსებობს და ესენი არის ყველა კერძო, კომერციული სტრუქტურები. თუმცა, როგორც ჩვენ, ასევე ამერიკის მხარემ უნდა დავაინტერესოთ კერძო ავიახაზები, რომ მათ პირდაპირი რეისები გახსნან და ამ მხრივ ჩვენ გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ დავაინტერესოთ კერძ ავია გადამყვანები. პირდაპირ ფრენებს მოაქვს უფრო მეტი ხალხთაშორისი კონტაქტი, უფრო მეტი ტურისტი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამერიკიდან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ვიდრე დღეს ჩამოდის და უფრო მეტმა ამერიკელმა გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს“, - აღნიშნა სამხარაძემ.