იულია ნავალნაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას: პუტინი არის სისხლიანი მონსტრი, მან პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც დამართა ჩემს ქვეყანას, მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას და პირადად ჩემს მეუღლეს

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას: პუტინი არის სისხლიანი მონსტრი, მან პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც დამართა ჩემს ქვეყანას, მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას და პირადად ჩემს მეუღლეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სისხლიანი მონსტრი უწოდა.

მისი განცხადებით, პუტინის რეჟიმთან საბრძოლველად ნოვატორული მეთოდების გამოყენებაა საჭირო, როგორც ამას ნავალნი აკეთებდა.

„პუტინი არის სისხლიანი მონსტრი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც ეხმარება პუტინს. უნდა ჩავატაროთ გამოძიებები და გამოვააშკარაოთ ეს პირები, არ მივცეთ სანქციების გვერდის ავლის საშუალება. პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც დამართა ჩემს ქვეყანას, ჩვენს მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას და პირადად ჩემს მეუღლეს. ალექსეი ვეღარ დაინახავს მომავლის მშვენიერ რუსეთს, თუმცა ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა ალექსეის ოცნებები ახდეს. ბოროტება დამარცხდება და მოვა ნათელი მომავალი“, - აღნიშნა ნავალნაიამ, რომლის გამოსვლასაც ევროპარლამენტარები ოვაციით შეხვდნენ.