რუსულ პროპაგანდას რაც მეტს გაიმეორებ მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ თავად ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელია და მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, ყველა ცრუ ინფორმაციას სცემს პასუხს.
„რუსულ პროპაგანდას რაც მეტს გაიმეორებ მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს. მე ვარ ძალიან ტრადიციული ადამიანი, ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელი, მყავს მეუღლე და სამი შვილი და ჩემი აზრით, ამ ცრუ, ფეიკ ინფორმაციებზე ესაა ჩემი პასუხი“, - აღნიშნა ვაშაძემ.