ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში კონსტიტუციითაა განსაზღვრული რა არის ოჯახი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დედა და მამა ყოველთვის იქნება დედა და მამა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში კონსტიტუციითაა განსაზღვრული რა არის ოჯახი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დედა და მამა ყოველთვის იქნება დედა და მამა

საქართველოში კონსტიტუციითაა განსაზღვრული რა არის ოჯახი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დედა და მამა ყოველთვის იქნება დედა და მამა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს გაწეული. აქედან გამომდინარე, ამის ინექცირება საქართველოს სოციუმში იწვევს როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ დაძაბულობას, რაც ყოვლად მიუღებელია. საქართველოში კონსტიტუციითაა განსაზღვრული რა არის ოჯახი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დედა და მამა ყოველთვის იქნება დედა და მამა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.