ინფორმაცია, თითქოს [ამომრჩევლების] 70% „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, პირდაპირ არის დაკავშირებული იმ მავნებლურ კამპანიასთან, რასაც „ლელო“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა ბოლო პერიოდში ირჩევს. მინდა გავაწბილო „ლელო“, რომ არჩევნებზე მათ ამ კითხვაზე ექნებათ ზუსტი პასუხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ლელო“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა, შეიძლება ასე ითქვას, ყოველდღე გვაოგნებს იმ ახალი დეზინფორმაციით, რომელსაც თვითონ თხზავენ სავარაუდოდ. მათ ვურჩევ, რომ ნაცვლად იმისა, რომ რადიკალიზაციის ახალ ტალღაზე გადავიდნენ, რაშიც ისინი უკვე არიან, კარგად დაფიქრდნენ, თუ როგორ ააგონ თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა. ნებისმიერი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის იმასთან დაკავშირებული, თითქოს [ამომრჩევლების] 70% „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, პირდაპირ არის დაკავშირებული იმ მავნებლურ კამპანიასთან, რასაც „ლელო“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა ბოლო პერიოდში ირჩევს. მინდა გავაწბილო „ლელო“, რომ არჩევნებზე მათ ამ კითხვაზე ექნებათ ზუსტი პასუხი“, - აღნიშნა ბითაძემ.