ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა,
„რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციას მოუწოდებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის ბაზაზე შექმნან ე. წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმუშავებს. ნინო ლომჯარიამ და ბაია პატარაიამ ოპოზიციის გეგმა გასცეს და პარალელურად მითითებებს იძლევიან.