აშშ მოწოდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ოპოზიციურ პარტიებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, და არ მოხდეს ჩარევა გარე ძალების მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განუცხადა.
„რაც შეეხება საქართველოს არჩევნებში რუსეთის პოტენციური ჩარევის საკითხს, რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტივს საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის. ჩემი აზრით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიულ სისტემასა და საარჩევნო სისტემას საქართველოში. აშშ მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ოპოზიციურ პარტიებთან, რათა არ მოხდეს ჩარევა გარე ძალების მხრიდან და არსებობდეს რწმენა და ნდობა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე საკუთარ ხმას არჩევნებზე დააფიქსირებს, მისი ხმა იქნება ფარული, სამართლიანად დათვლილი, ხოლო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. საფრთხე იმისა, რომ რუსეთი შეეცდება, შეასუსტოს ნდობა დემოკრატიული პროცესებისა და არჩევნების მიმართ, არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა ელჩმა.