გიორგი ვაშაძე: საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენთან ისეთ ადამიანებს იხილავთ, რომლებიც ნდობის ხიდის მშენებლობაში და იმ დიდ ცვლილებებში, რომლის დროც დადგა, დიდ როლს ითამაშებენ

გიორგი ვაშაძე: საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენთან ისეთ ადამიანებს იხილავთ, რომლებიც ნდობის ხიდის მშენებლობაში და იმ დიდ ცვლილებებში, რომლის დროც დადგა, დიდ როლს ითამაშებენ

საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენთან ისეთ ადამიანებს იხილავთ, რომლებიც ნდობის ხიდის მშენებლობაში და იმ დიდ ცვლილებებში, რომლის დროც დადგა, დიდ როლს ითამაშებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენთან ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. ბევრ ადამიანს იხილავთ. ასე არ დავყოფდი - ყოფილებს და ახლებს, მაგრამ ისეთ ადამიანებს იხილავთ, რომლებიც ნდობის ხიდის მშენებლობაში საზოგადოებასთან და იმ დიდ ცვლილებებში, რომლის დროც დადგა, დიდ როლს ითამაშებენ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციას მოუწოდებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის ბაზაზე შექმნან ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმუშავებს.

ცუგო- აფერისტ!
1 წლის უკან