იქნება ეს დასავლური თუ სხვა ქვეყნის მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს რუკას გამოხატავს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ჩვენი რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„არ მგონია, ეს მიზანმიმართულად ყოფილიყო გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა განვასხვაოთ, საიდან მოდის ეს მედია, როდესაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება ან რუკებია არასწორად დატანილი და ა.შ.“, - აღნიშნა სამხარაძემ.
Euronews-მა საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა. ქართველი მომხმარებლების მხრიდან ამ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა.