ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ [საქართველოს რუკის] ასეთი ვიზუალის დამკვიდრება მოხდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Euronews-ის მიერ საქართველოს რუკის გამოქვეყნებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
„ჯერჯერობით დავარქვათ შეცდომა ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შეცდომად დარჩება, თუ მალე გამოასწორებს ამ შეცდომას. ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ [საქართველოს რუკის] ასეთი ვიზუალის დამკვიდრება მოხდეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოასწოროს „ევრონიუსმა“ შეცდომა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
Euronews-მა საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოაქვეყნა. ქართველი მომხმარებლების მხრიდან ამ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა.