მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტიდან პოლიტიკური მხარდაჭერა გვქონდეს იმისათვის, რომ არ შეფერხდეს მოლაპარაკებების დაწყების პროცესი - მნიშვნელოვანია, თუკი ისინი ხმამაღლა დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„უმეტესად შეხვედრები გვაქვს იმ დეპუტატებთან, რომლებიც მომავალ პარლამენტშიც გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს მათთან და ასევე იცოდნენ, რას აკეთებს საქართველო იმისათვის, რომ ევროკავშირთან რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები.
ევროპარლამენტარების უმეტესობა იზიარებს იმ არს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველო ამ პროცესში არ შევიდეს დროულად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუკი ისინი ხმამაღლა დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.