ყველა ავტორიტეტული და ობიექტური კვლევის თანახმად, საქართველო ლიდერ პოზიციებზე არის მართლმსაჯულების თვალსაზრისით. ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს აქვს დადებითი დინამიკა. საქმეები წლიდან წლამდე მცირდება საქართველოს სასარგებლოდ საქმეები კი იმატებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ამ ყველაფრის ფონზე, უხეშ ჩარევებზე საუბარი, რომელიც არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანების რისკებთან არის დაკავშირებული, ერთი მხრივ არის ხელოვნური და მეორე მხრივ ძალით არის თავსმოხვეული, ვინაიდან ამ ადამიანების მიზანი არის, რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.