დავით მათიკაშვილი „ვეტინგის“ სისტემაზე: საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებზეც აპელირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები

დავით მათიკაშვილი „ვეტინგის“ სისტემაზე: საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებზეც აპელირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები

„ნაცმოძრაობას“ აქვს ერთადერთი მიზანი - მას სურს ხელისუფლების ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც „ვეტინგის“ სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ სასამართლოში რეფორმების ჩატარების კუთხით, მისი გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ეკონომიკური წინსვლის და ძალიან ბევრი მიმართულებით საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებზეც აპელირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთადერთი მიზანი - მას სურს ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამას ვერ აღწევს არჩევნების გზით, ამიტომ სასამართლო ხელისუფლების დაპატრონების შედეგად სურს, იგივე განაგრძოს უკვე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.