ალექსანდრე რაქვიაშვილი: საკმაოდ საინტერესო იყო. ყველა საკითხს შეეხო აშშ-ის ელჩი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საკმაოდ საინტერესო იყო. ყველა საკითხს შეეხო აშშ-ის ელჩი

საკმაოდ საინტერესო იყო. ყველა საკითხს შეეხო ელჩი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში აშშ-ის ელჩის გამოსვლასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საკმაოდ საინტერესო იყო. ყველა საკითხს შეეხო [აშშ-ის] ელჩი და ვერ ვიტყვი, რომ ამომწურავი პასუხი მივიღე ჩემს შეკითხვაზე, მაგრამ შევთანხმდით, რომ თუ მექნება საშუალება უფრო დეტალურად ვილაპარაკო, იმედია მართლა გავარკვევ, რატომ ხდება მემარცხენე იდეების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით და არ ხდება იმ რეალურად ამერიკული იდეების, როგორც არის მაგალითად არჩევითი მოსამართლეების იდეის მხარდაჭერა“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.