ნიკოლოზ სამხარაძე: გვსურს, რომ ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს, ამას სჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან

ნიკოლოზ სამხარაძე: გვსურს, რომ ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს, ამას სჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანისგან მიიღეს გულწრფელი პასუხები ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით.

„ძალიან საინტერესო მოსმენა გაიმართა. აშშ-ის ელჩისგან მივიღეთ საკმაოდ გულწრფელი პასუხები ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც გვაინტერესებდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, დასმული იყო ვიზების და პირდაპირი ფრენების, თავისუფალი ვაჭრობის საკითხები. მოტივირებულები ვართ და გვსურს, რომ ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან“, - აღნიშნა სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმინეს.