მნიშვნელობა არა აქვს, საიდან იქნება არჩევნებში ჩარევა - ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირისა თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა

მნიშვნელობა არა აქვს, საიდან იქნება არჩევნებში ჩარევა - ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირისა თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა

ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა, „ენჯეოების“ მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულობები მიიღონ. აქ საუბარია უცხოეთიდან დაფინანსებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ფინანსდება პირდაპირ საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საარჩევნო წელი გვაქვს, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია. უცხოეთიდან ჩარევა ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ: მნიშვნელობა არა აქვს, საიდან იქნება ჩარევა - ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირისა თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა და სწორედ რუსული სტილია“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.