ფრთხილად იყავი, მუსტანგ, არ მოგიცურდეს, - ასე მიმართავს ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კომენტარი „ლელოს“ ლიდერების სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა.
„რეგისტრაცია არაფერს ნიშნავს. ფინიშია მნიშვნელოვანი და ფინიშზე როგორც მერე „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ემალებოდა პრესას სტრასბურგის გადაწყვეტილებების შემდეგ, აი ასე არ დაგემართოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
„ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი საქმის განხილვა სტრასბურგში დაჩქარებულად მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, „საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება“.