რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 37 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.