ოლაფ შოლცი: ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება

ოლაფ შოლცი: ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება

ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

"გუშინ პარიზში ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. მათ სჭირდებათ იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია, რომ სახმელეთო ჯარები ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან არ იქნება", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

"დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.