მიხეილ სარჯველაძე: ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება

მიხეილ სარჯველაძე: ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება

ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამ მუშაობის წამოწყების ინიციატივა ალბათ უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დესტრუქციული ნაბიჯი. მათ აქვთ ერთი და იგივე პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამ ყველაფერში მონაწილეობს, მაგალითად, ISFED-ი და მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება. გახსოვთ ალბათ, რომ 2020 წლის არჩევნებზე უპრეცედენტო ამბავი - პარალელური დათვლის გაყალბება დაფიქსირდა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია".