ბექა დავითულიანი: ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ ცესკო-ს ექვსთვიანი თავმჯდომარეო. ამის რეალური ქვეტექსტი ის არის, რომ იქნებ ვერ ჩაატაროთ რამენაირად გამართული არჩევნები, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოვახდინოთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

„ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა რეკომენდაცია. მათი რეკომენდაციების სულისკვეთება გავიზიარეთ და წარმოვადგინეთ რეალობასთან ადაპტირებული ვარიანტი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ ექვსთვიანი თავმჯდომარეო. ამის რეალური ქვეტექსტი ის არის, რომ იქნებ ვერ ჩაატაროთ რამენაირად გამართული არჩევნები, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოვახდინოთო“, - აღნიშნა დავითულიანმა.

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით მსჯელობენ.