ხაზარაძე მგონი უბრალოდ ერთობა და თავს იმშვიდებს, რადგან სერიოზულობის კვალი უკვე აღარ შეინიშნება იმ განცხადებებში, რომელსაც „ლელო“ აკეთებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ცდილობენ რაღაც მარკეტინგი შესთავაზონ საზოგადოებას, თან ცოტა სახალისო, ასე ფიქრობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უგვანოდ გამოსდით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.