„ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიული წითელი ხაზია არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც“, - ამის შესახებ დეპუტატმა, „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„თუ საკრებულოებზე უნდა მკითხოთ, მარტივად გიპასუხებთ, რომ „ოცნებასთან“ გვაქვს ჩვენ კოალიციები. „ოცნებასთან“ ერთად დავამტკიცეთ სამი ბიუჯეტი“, - აღნიშნა დაუშვილმა.
სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგიას ამხელს. ამ გეგმის ნაწილია გადაჯგუფება , „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფორმალური გამიჯვნა და ამ გზით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა.